საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 17.04.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 925-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 301 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 აპრილს „კოვიდ-19“ 1 077 ადამიანს დაუდასტურდა, 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რვა კი გარდაიცვალა.

მსგავსი