საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 981-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 688 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 21 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.