საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 191-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 731 პირს დაუდასტურდა, 4 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, პირველ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 459 შემთხვევა გამოვლინდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 65 კი გარდაიცვალა.