საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

10:47, 24.02.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 463-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 461 პაციენტი.

მსგავსი