საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 351-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 25 161 პირს დაუდასტურდა, 16 789 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 8 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 24 616 შემთხვევა გამოვლინდა, 18 221 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა.