საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

10:49, 17.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 729-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 15 644 პირს დაუდასტურდა, 24 110 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 15 315  შემთხვევა გამოვლინდა, 10 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 55 კი გარდაიცვალა.

მსგავსი