საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

10:38, 21.09.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 243 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 20 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 662 შემთხვევა გამოვლინდა, 3 534 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი