საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა

11:11, 02.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 905-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 796 პირს დაუდასტურდა, 3 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, პირველ იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 103 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 553 პაციენტი, 60 კი გარდაიცვალა.

მსგავსი