საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 26.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 813-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 17 530 პირს დაუდასტურდა,  5 087 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 15 762 შემთხვევა გამოვლინდა, 5 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი