საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

10:55, 07.08.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 054-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 216 პირს დაუდასტურდა, 1 735 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, გუშინ 6 აგვისტოს საქართველოში 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 052 პაციენტი, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

მსგავსი