საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 230 შემთხვევა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 721 პირი.