საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა

10:51, 22.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 602-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 1 071 პირს დაუდასტურდა, 680 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი