საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა

10:49, 05.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 041-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 436 პირს დაუდასტურდა, 1 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 590 შემთხვევა გამოვლინდა, 1 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 67 კი გარდაიცვალა.

მსგავსი