საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა

10:56, 15.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 426-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 1 576 პირს დაუდასტურდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 14 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 390 შემთხვევა გამოვლინდა, 1 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

მსგავსი