საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა

10:52, 26.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 682-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 015 პირს დაუდასტურდა, 1 151 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 821 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მსგავსი