საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა

10:56, 31.07.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 820-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 196 პირს დაუდასტურდა,  1 147 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 30 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 561 პაციენტი, 25 კი გარდაიცვალა.

მსგავსი