საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 022 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსი 1 137 პირს დაუდასტურდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.