საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

10:48, 02.08.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 876-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 655 პირს დაუდასტურდა, 2 286 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, პირველ აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 319 პაციენტი, 33 კი გარდაიცვალა.

მსგავსი