საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა –  5 083 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 092 პირს დაუდასტურდა, 775 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 14 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 311 შემთხვევა გამოვლინდა, 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.