საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 04.06.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 876-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 779 პირს დაუდასტურდა, 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, სამ ივნისს საქართველოში კორონავირუსით 833 ადამიანი დაინფიცირდა, 1 205  გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

მსგავსი