საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 4 151-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 595 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 30 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 147 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 690  პაციენტი, 20 კი გარდაიცვალა.