საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

10:55, 01.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 4 130-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 690 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 30 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 476 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 791  პაციენტი, 15 კი გარდაიცვალა.

მსგავსი