საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 751-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 141 პირს დაუდასტურდა, 1 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 27 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა გამოვლინდა, 1 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი