საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

10:41, 08.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 263-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 1 564 პირს დაუდასტურდა, 693 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 7 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 547 შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

მსგავსი