საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

10:48, 29.04.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 095-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 551 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 878 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.

მსგავსი