საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 442-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 968 პირს დაუდასტურდა, 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 576 შემთხვევა გამოვლინდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.