საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 379 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 776 პირს დაუდასტურდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 12 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 409 შემთხვევა გამოვლინდა, 1 256 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.