საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 175 -ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების  260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 20 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 911 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი