საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 208-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, პირველ თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 240 ადამიანს დაუდასტურდა, 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი პაციენტი გარდაიცვალა.