საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

10:52, 12.03.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 634-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსი 332 ადამიანს დაუდასტურდა, 343 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 310 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.

მსგავსი