საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 553 შეადგენს.

ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი.