საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 447-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების  147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.