საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 5 060 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 311 პირს დაუდასტურდა, 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 13 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 522 შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.