საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 126 პაციენტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი