საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 869-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 506 ადამიანს დაუდასტურდა, 258 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 777 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.