საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით  11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 822-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 228 ადამიანს დაუდასტურდა, 425 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.