საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 363-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების  165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  639 პაციენტი.