საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 159-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 669 პირს დაუდასტურდა, 637 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.