საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

10:49, 27.06.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 266-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 585 პირს დაუდასტურდა, 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი