საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს 17 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით აფრთხილებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს 17 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარ თანაშრომლებს თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

„საპროტესტო აქციები თბილისში უქმეებზეც გაგრძელდება, განსაკუთრებით კი, პარლამენტის მიმდებარედ და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, 17 ნოემბრის შუადღესა და საღამოს განსაკუთრებით დიდი დემონსტრაციებია მოსალოდნელი.

აშშ-ის მთავრობის პერსონალს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ხალხმრავლობასა და დემონსტრაციებს და მზად იყვნენ ტრანსპორტის მოძრაობის მოსალოდნელი შეფერხებებისთვის“, – ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.