საქართველოში აშშ-ის საელჩო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის თბილისში გამართლ შეხვედრებზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის თბილისში გამართლ შეხვედრებზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოჩა​ შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო განიხილეს.

„ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე. სოჩამ ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“,- აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი