საქართველოში აშშ-ის საელჩო პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით თანამშრომლებს ურჩევს, შეკრების ადგილებს თავი აარიდონ
საქართველოში აშშ-ის საელჩო პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით თანამშრომლებს ურჩევს, შეკრების ადგილებს თავი აარიდონ

საქართველოში აშშ-ის საელჩო პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თავის თანამშრომლებს ურჩევს, ხალხის შეკრების ადგილებს თავი აარიდონ. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო თავის თანამშრომლებს მიმართავს რეკომენდაციით, დემონსტრაციებს თავი მოარიდონ, საპროტესტო აქციებისა და ხალხის შეკრების სიახლოვეს ყოფნის შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინონ და თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიას.

„ლგბტქი-ს თემის წევრები და მათი მხარდამჭერები შაბათს, 22 ივნისს გეგმავენ აღლუმისა ან/და საზოგადოებრივი ღონისძიებების გამართვას ღირსების კვირეულის აღსანიშნად. ჩვენ ველოდებით, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა, მოიზიდოს ხალხის დიდი რაოდენობა. ეს არის პირველი წელი, როდესაც საქართველოში ღირსების კვირეულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ღონისძიებები იგეგმება. წარსულში ამ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების თვითგამოხატვასთან დაკავშირებულ საჯარო ღონისძიებებს კონტრდემონსტრაციის მონაწილეების მხრიდან ცხელი და ზოგჯერ ძალადობრივი ქმედებები მოჰყვებოდა, რის შედეგად დაშავდნენ ადამიანები და დაზიანდა პირადი საკუთრება. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ვურჩევთ, მოერიდონ ნებისმიერ ადგილს, სადაც ბევრი ხალხია შეკრებილი“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.