საქართველოში აშშ-ის საელჩო - ელჩმა კელი დეგნანმა დაგმო ბორდერიზაციის უახლესი ქმედებები
საქართველოში აშშ-ის საელჩო - ელჩმა კელი დეგნანმა დაგმო ბორდერიზაციის უახლესი ქმედებები

საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ელჩი კელი დეგნანი ​პირველად ეწვია ოძისის მახლობლად არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.

„ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას ელჩმა დაგმო ბორდერიზაციის უახლესი ქმედებები, „განსაკუთრებით COVID-თან ბრძოლისას, როდესაც ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ სიცოცხლის გადასარჩენად“. ელჩმა შეშფოთება გამოთქვა პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამო, განსაკუთრებით, ლუგარის ცენტრისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სიცოცხლის გადამრჩენელი მუშაობის შესახებ. ელჩმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან მოითხოვა, რომ რუსეთმა გაიყვანოს საოკუპაციო ძალები და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან დღეს იმყოფებოდნენ.