საქართველოში აშშ-ის საელჩო ცესკო-სთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ცესკო-სთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოდან 5 წუთის სავალ გზაზე, აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარეობს. პოლიცია იყენებს არეულობის წინააღმდეგ კონტროლის ზომებს აქციის დიდი რაოდენობით მონაწილეების მიმართ. ცალკეული, მოულოდნელი აქციები ან პროტესტი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საპასუხოდაა მიმართული, შესაძლოა, გაგრძელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აშშ-ის სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, თავი აარიდონ ამ და ნებისმიერ ტერიტორიას, სადაც პოლიცია ფართოდ არის წარმოდგენილი, რაც ასევე არის ინდიკატორი მასშტაბური შეკრების, ძალადობის პოტენციალით, და გამოიჩინონ სიფრთხილე ნებისმიერი დემონსტრაციის სიახლოვეს აღმოჩენის შემთხვევაში. მათ კი ვინც სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა დაწესებულებაში იმყოფებიან საპროტესტო აქციის სიახლოვეს, დარჩნენ შენობაში, ვიდრე ხალხი არ გაიფანტება“ – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო ასევე მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე ტურისტულ ადგილებში მოხვედრისას და მზად იქონიონ სამოგზაურო დოკუმენტაცია.