საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 686 გამოჯანმრთელდა

10:05, 09.06.2020

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე საიტის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 686-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

მსგავსი