საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 683 გამოჯანმრთელდა

19:40, 08.06.2020

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

მსგავსი