საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, ათი გამოჯანმრთელებულია

16:20, 26.03.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ათი პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4346 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

მსგავსი