საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ცხრა გამოჯანმრთელებულია

19:17, 24.03.2020

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 70 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ცხრა გამოჯანმრთელებულია.

​კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.

მსგავსი