საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 107 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 420 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5223 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.