საქართველოში ამ დროისთვის დადასტურებულია კორონავირუსის 385 შემთხვევა, მათ შორის 84 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527.